ტარიელ სუარი: ,,მეგობრებო, მომილოცეთ! დავამარცხე!”

ტარიელ სუარი: ,,მეგობრებო, მომილოცეთ! დავამარცხე!"მუსიკოსი ტარიელ სუარი წერს, რომ მან ძაღლების მიმართ ფობია დაამარცხა.
,,მეგობრებო, მომილოცეთ! მე დავამარცხე ფობია. რისთვისაც მადლობას ვუხდი ფილოსოფოსს, ფსიქოლოგსა და ადამიანთმცოდნეს ემზარს, თუმცაღა არ ვიცი, თუ ვინ შეძლებს ადამიანთ მოძულეთა სექტის წევრების მკურნალობას და წარმოდგენა არ მაქვს, მათ რა ეშველებათ.
მე ვკითხე სექტის ერთ-ერთ შედარებით ადეკვატურ წარმომადგენელს, თუ რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება ცხოველებთან და ადამიანებთან მიმართებაში, რაზეც მან მიპასუხა, რომ ღმერთმა ცხოველი ადამიანზე ადრე შექმნა და შესაბამისად ადამიანზე მეტ პატივს იმსახურებს და სწორედ ამიტომ ადამიანზე წინ უნდა დავაყენოთ, რომ ისინი ჩვენზე მეტად თავისუფლად უნდა გრძნობდენ თავებს, რის გამოც მათი ადგილი არ არის თავშესაფარში, არამედ იქ, სადაც მათ მოესურვებათ ყოფნაო (ანუ ქუჩაში) და ა.შ.
ესეთი ხედვის ადამიანი რელიგიურ ჭრილში ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას და აწვალებს მისივე რელიგიურ ფესვებს, რაც არის მწვალებლობა, ამგვარი ხედვის ადამიანების დაჯგუფება კი მოგვწონს თუ არ მოგვწონს, გამოდის სექტა.
იმედი მაქვს, ოდესმე გამოჩნდება, ვინც უმკურნალებს მათ”.