რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე მსხიობ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) ორგანიზებით ჩატარებული აქციის მოწინააღმდეგებს შუა თითის სმაილიანი პოსტით მიმართავს: ,,ვინმეს შემთხვევით ხომ არ ეცოტავება?”.
,,რამდენიც არ უნდა ვიყოთ ამ გობლინებს სამშობლოს არ დაუთმობთ! ვეყოფით
თუ არ სჯერათ გამოცადონ … ეს იმათ ტყვილის გარდა არგუმენტი რომ არ დარჩათ… გეცოტავებით? კიდე გავბევრდებით”, – წერს რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე (სტილი დაცულია).
რუსუდან გლურჯიძე დამდგმელი რეჟისორია ფილმების: ,,ნოკტიურნი”, ,,ოსკარი”, ,,სხვისი სახლი”; სცენარის ავტორია ფილმების: ,,ოსკარი”, ,,ნოკტიურნი”; პროდიუსერია ფილმის: ,,აპრილის სუსხი; კომპოზიტორია ფილმის: ,,ნოკტიურნი”. 2017 წელს მისი ფილმი ,,სხვისი სახლი” წარდგენილი იყო ამერიკის ეროვნული კინოაკადემიის პრემია ,,ოსკარზე”, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში. მიღებული აქვს 25-ზე მეტი ჯილდო.
