,,კალაძე კი ამ საცოდავ ხალხს ბალახს ხელით აგლეჯინებს” – მამუკა ბაკაშვილი

,,კალაძე კი ამ საცოდავ ხალხს ბალახს ხელით აგლეჯინებს'' - მამუკა ბაკაშვილიჟურნალისტი მამუკა ბაკაშვილი რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს. ერთში მამაკაცია თანამედროვე ბალახის საჭრელი აპარატით, დანარჩენში თბილისის აეროპორტის გზაა გადაღებული, სადაც ადამიანები ბალახს ხელებით გლეჯენ.

,,ბალახის საჭრელი იტალიაში 500 ევროდან ღირს… კალაძე კი ამ საცოდავ ხალხს ბალახს ხელით აგლეჯინებს. ნუ, რაღაც გროშებს რომ მიუყრის, ეგეც უკვე ცხადია… არავინ არის, პროტესტი გამოთქვას ასეთ კაბალურ შრომაზე? კი, გასაგებია, რომ ოჯახია შესანახი, მაგრამ ბიძია თომასავით, რომ გიყენებენ… ბოლოს თომასაც ყელში ამოუვიდა ასეთი ცხოვრება… არჩევნებშიც რომ იგივე ხალხი ასევე მმიშრომებს” ქოცობისთვის, ეჭვი გეპარებათ?!” – წერს ჟურნალისტი.