გარდაიცვალა მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე, რუსუდან ბერიძე – ,,ჩემთვის დარჩება, როგორც დეიდა რუსიკო”

გარდაიცვალა მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე, რუსუდან ბერიძე - ,,ჩემთვის დარჩება, როგორც დეიდა რუსიკო"გარდაიცვალა პარლამენტის ყოფილი წევრი, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას პირველი მეუღლე, რუსუდან ბერიძე.

,,უდიდესი მწუხარებით შევიტყვე, რომ გარდაიცვალა რუსუდან ბერიძე. ჩემთვის ყოველთვის დარჩება, როგორც დეიდა რუსიკო და უძვირფასესი ოჯახის წარმომადგენელი. მიუხედავად “დროის ლაბირინთული, წინაუკმო სრბოლისა” როგორც გოეთე იტყოდა ცნობილ “მიძღვნაში,” ეს სახეები ახლოს არიან ჩავლილი ათწლეულების მიუხედავად და თითქოს გუშინ იყო, როცა მე და ირაკლი კოსტავა, სკოლის მოსწავლეები ოთახში დაგვტოვა რუსუდანმა მათემატიკური ამოცანების გამოსაყვანად და თავად გადაინაცვლა სხვა ოთახში, სადაც მერაბი, დედაჩემი და მამაჩემი ელოდნენ”, – წერს ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია.