,,ძაღლები მომიწამლეს, კვდებიან უცებ, კრუნჩხვით და წამებით…” – მიშა კაჭკაჭიშვილი

,,ძაღლები მომიწამლეს, კვდებიან უცებ, კრუნჩხვით და წამებით..." - მიშა კაჭკაჭიშვილი,,მცხეთაში ძაღლები მომიწამლეს” – დაწერა ცხოველთა უფლებადამცველმა მიშა კაჭკაჭიშვილმა, რომელსაც ასზე მეტი ძაღლი ჰყავს შეფარებული. თითოეულს უმძიმესი ისტორია აქვს და დიდი წვალებით ჰყავს გადარჩენილი.

,,ჩემი ბრალია. ვერ შევძელი მათი დაცვა… ახლაც დაუცველები არიან, რადგან სახლის ეზოს ტერიტორი საკმაოდ დიდია და საწამლავი (დიდი ალბათობით ვირთხის) ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს შემოყრილი ან გადმოყრილი.
ნაწვიმარია და შეუძლებელია ამხელა ტერიტორიაზე რამის პოვნა…
სამწუხაროდ, მათი სხვა ტერიტორიაზე გადაყვანის შესაძლებლობა ამ წუთას არ მაქვს და რომც მქონდეს, რომელს, როდის ან რა რაოდენობით აქვთ ნაჭამი, არავინ იცის. კვდებიან უცებ, კრუნჩხვით და წამებით…
ამის კონტროლი შეუძლებელია. მხოლოდ განგების იმედად ვარ… ალბათ ცისარტყელაზე წასულები მაპატიებენ, არ ვიცი… მაგრამ მე ამის ჩამდენს არ ვაპატიებ! სულ რომ სიცოცხლის და თავისუფლების აღკვეთის ფასად დამიჯდეს”, – წეს მიშა კაჭკაჭიშვილი.