,,მასტერშეფის” მე-9 სეზონის გამარჯვებული ჯოზი გახდა. ის კულინარიულ შოუში საკმაოდ მძიმე ისტორიით მივიდა – რთული ბავშვობის ამბით.-ვარ 24 წლის. ბავშვური ვარ, თბილი, კეთილი, უბოროტო. 7 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ. 2 წლიდან 12 წლამდე ვიზრდებოდი ბავშვთა სახლში. იქ ცხოვრება და ჩემი ბავშვობა ჩემი ცხოვრების ყველაზე ძლიერ მხარედ მაქვს აღიარებული. ვინც ბავშვთა სახლში გაიზარდნენ, მინდა, მათაც ბიძგი მივცე, რომ ამით არაფერი მთავრდება, პირიქით, ადამიანს ყველანაირი შესაძლებლობა ეძლევა, – ასე წარდგა ჯოზი ,,მასტერშეფის” მაყურებლის წინაშე.
აღსანიშნავია, რომ ჯოზის შოუს განმავლობაში დედა ქომაგობდა და ამხნევებდა. ფინალში მისი კონცეფცია გაერთიანებული საქართველო იყო.
