ვირტუოზი მუსიკოსები სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვეს

ვირტუოზი მუსიკოსები სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვეს23 აპრილს საქართველოს ხელოვანთა კავშირმა ,,ხელოვანები მომავლისთვის” კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ეროვნული კონკურსის – ,,მომავლის ვარსკვლავების” – დასკვნითი საზეიმო გალა-კონცერტი და პრიზიორთა დაჯილდოების ცერემონია გამართა.

პროექტი 16 წელია, საქართველოს სახელოვნებო ქსელში განსაკუთრებით ნიჭიერი ვირტუოზი მუსიკოსების აღმოჩენას, სწავლებას, პოპულარიზაციას და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას ემსახურება. ფინალისტებისთვის დაწესდა სოლიდური საპრიზო ფონდი.

მე-16 ეროვნული კონკურსის შიდა შესარჩევი ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პროექტს ხელმძღვანელობდა პროფესორებისგან დაკომპლექტებული ჟიური. პრიზიორებს გადაეცათ ფულადი პრემიები, წლიური სტიპენდიები, უფასო მასტერ-კლასები და საერთაშორისო კონკურსის საგზურები.