თეა გოდელაძე რიკოთის უღელტეხილზე: ,,უფრო ნუ დაამძიმებთ სიტუაციას!”

თეა გოდელაძე რიკოთის უღელტეხილზე: ,,უფრო ნუ დაამძიმებთ სიტუაციას!"მეწყერის საშიშროების გამო რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია და უცნობია, გზის ეს მონაკვეთი როდის გაიხსნება. სეისმოლოგი, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ პრობლემაზე მწვავე პოსტს აქვეყნებს:

„მძიმე გეოლოგიაა და ჭყინტი ინჟინერი და გეოლოგი არ გამოგადგებათ. თან უნდა მოუსმინოთ და გაიაზროთ, რას გეტყვის სპეციალისტი და უნდა დაუჯერო, მისი პასუხისმგებლობაა. მივაკითხავდი ქართველ გეოლოგებს (300 ლარიანებს არა, ნაღდ გეოლოგებს). სიყვარულს შეიძლება მალვა უნდა, მაგრამ პრობლემას არა! მარტივია. უფრო ნუ დაამძიმებთ სიტუაციას. ჩინურმა კომპანიამ რაც აფუჭა, ეყოს! დავამატებ, საქართველოს სამწუხაროდ, გეოტექნიკური ინჟინრები არ ჰყავს. ასეა ეს. ვინც იბრალებს, ბრიყვია. დარგი არ გვაქვს ასეთი”.