თამუნა იარაჯული: ,,კანცელარიასთან დააყენეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება!”

თამუნა იარაჯული: ,,კანცელარიასთან დააყენეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება!"სამოქალაქო აქტივისტი, თამუნა იარაჯული, რომელიც პირველივე დღიდან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედების გვერდით დგას კანცელარიასთან, სოციალურ ქსელში წერს:

,,კანცელარიასთან დააყენეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. უკვე ძალიან ხშირად არის მშობლების ნაწილი შეუძლოდ, რომ საჭიროების შემთხევაში გაეწიოს სამედიცინო დახმარება. ოღონდ ჩვენ არ დავღლილვართ, ეს ცუდად  გახდომა მედიკამენტის თქვენი ბრიფინეგების გამო ხდება, ჩვენ აქ ვრჩებით მედიკამენტის მოპოვებმადე.
მოგვეცით ელექტროენერგიის წყარო, ღამე ელექტროგამათბობელი რომ ჩავრთოთ. ტუალეტს რამდენი დღე ვითხოვთ. დაგვადგმევინეთ კარავი ღამე”.
დედებმა იგივე თხოვნით მიმართეს რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, მაგრამ უშედეგოდ.