შვედეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერი, ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს სოლიდარობას უცხადებს და სამკურბალო პრეპარატ ვოსორიტიდის შესახებ წერს:
-ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკამ დაჩქარებული წესით მიიღო ეს პრეპარატი, რაც მის გამოყენების საჭიროებაზე და სარწმუნოებაზე მიუთითებს… ამ პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა შემოწმდა დეტალურად ჩატარებულ და სარწმუნო ე.წ. მესამე ფაზის კლინიკურ კვლევაში. მისი გვერდითი ეფექტები დადებითთან შედარებით მინიმალურია. ეს პრეპარატი არა მარტო ხელს უწყობს ზრდას, არამედ ამსუბუქებს სიმპტომებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
შვედეთში ეს პრეპარატი დარეგისტრირებულია, გაყიდვაშია. შვედეთის ტერიტორიაზე შვედეთის მოქალაქეებისთვის 18 წლამდე ბავშვების ნებისმიერი მკურნალობა არის უფასო და სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს ამას სრულად.
