,,საქართველოს მთავრობა, ასეთი მავნებლები როგორ ხართ, რომ ონკოპაციენტებს გადარჩენის ამ ერთადერთ საშუალებას უსპობთ!” – ანნა ბალამწარაშვილი

,,საქართველოს მთავრობა, ასეთი მავნებლები როგორ ხართ, რომ ონკოპაციენტებს გადარჩენის ამ ერთადერთ საშუალებას უსპობთ!" - ანნა ბალამწარაშვილიბელგიაში მცხოვრები, სამართალმცოდნე ანნა ბალამწარაშვილი ეხმიანება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 300 ონკოპაციენტ ბავშვს სახელმწიფო დააფინანსებს უცხოეთის კლინიკებში სამკურნალოდ. გაჩნდა შიში იმის, რომ პრემიერის ამ განცხადების შემდეგ ევროპაში ქართველ პაციენტებს უფასოდ აღარ უმკურნალებენ.

,,საქართველოს მთავრობა, ასეთი მავნებლები როგორ ხართ, რომ უცხოეთში სამკურნალოდ ჩამოსულ ონკოლოგიურ პაციენტებს, ხშირ შემთხვევაში მცდარი დიგნოზისა და კორუფციის გამო დაზარალებულებს, ამ ერთადერთ საშუალებას უსპობთ გადარჩენის. ენას ვიტყავებთ, რომ დაეხმარონ ონკო პაციენტებს -ბავშვებს, თქვენ კი ვითომ მართლა აფინანსებდეთ, ტყუილს ავრცელებთ. თან დღეს, როცა სასოწარკვეთილი მშობლები საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ გთხოვენ მათი შვილებისთვის წამლის ყიდვას! მათი შვილების გადარჩენას!”.