მსახიობი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) 30 აპრილს ხალხს ქოლგებით ეპატიჟება, რადგან, მისი თქმით, შესაძლოა იწვიმოს.
გია გაჩეჩილაძის ამ განცხადებას ტელეპროდიუსრი და რეჟისორი, დათო იმედაშვილი ეხმიანება და 2008 წელს იხსენებს:
-აუ, ამის და ქოლგების ისტორია მაქვს მაგარი. 2008-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას ხო ვაკეთებდი. ესენი ხო სტადიონზე შეიკრიბნენ, ოღონდ თან გაურიგდნენ მაშინდელ ხელისუფლებას, რომ არაფერიც არ იქნებოდა. მე ამათი წარმომადგენელი მყავდა ყურმილზე, რომ, როცა ვეტყოდი, მორჩა ინაუგურაცია-მეთქი, მერე მოვიდოდნენ. მაგ დღეს ნალექის ალბათობა იყო და სტუმრებისთვის ქოლგები ეწყო. ჰოდა, ამათი მიტინგი დაშლილ ინაუგურაციის სცენასთან რომ მივიდა და ქოლგები დაინახეს, ერთმანეთს ურტყამდნენ, ვინ წაიღებდა”.
