მეწყრის საშიშროების გამო რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია, ამიტომ ტრანსპორტი ისევ შემოვლითი გზით სარგებლობს. მგზავრებს საკმაოდ გრძელი და მოუწესრიგებლი გზის გავლა უწევთ. ადვოკატი ლედი ტუკვაძე სოციალურ ქსელში წერს:,,ქუთაისიდან თბილისისკენ ვმოძრაობ, უფრო სწორად, ხტუნვა-ხტუნვით ვმოძრაობ. თუ ვინმეს ცეცხლი არ გეკიდებათ, აქეთ არ გაბედოთ წამოსვლა. ტრაილერებისთვის გახსნეს მოძრაობა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველ გზაზე. როდესაც რთული კლიმატური პირობებია, პირველი, ვისი მოძრაობაც წყდება, ეს არის ტრაილერების. ტრაილერი ოდნავ შეცდომასაც არ პატიობს მძღოლს! და თუკი ეს გზა საფრთხის შემცველია, ტრაილერის მძღოლი ადამიანი არ არის? რა ვიცი… ეგებ თქვენ უკეთესად იცოდეთ? ამ გზაზე ერთი, რაც საინტერესო ვნახე და მეუხერხულა, როცა გამახსენდა ის კარგი პატრულ-ინპექტორი ბიჭები, რომლებიც ახლა ემიგრაციაში არიან. წავიდოდნენ, აბა, რას იზამდნენ… ვინ ნახე ასეთიო, მკითხავთ ალბათ. სირცხვილი!!!”
