საქართველოს ბაზრებში ხახვზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა და კილოგრამის ფასი 5-7 ლარს შეადგენს. აპრილის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მარტში ხახვის ფასი გასული წლის პერიოდთან შედარებით 110,7% – ით არის გაზრდილი.
მარტში ხახვის იმპორტი თითქმის 73%-ით შემცირდა.
საქართველომ წელს ხახვი იყიდა:
რუსეთი – 1.6 მლნ აშშ დოლარის 4 249 ტონა
აზერბაიჯანი – 703.6 ათასი აშშ დოლარის 1 869 ტონა
თურქეთი – 336.6 ათასი აშშ დოლარის 882.6 ტონა
ეგვიპტე – 74.5 აშშ დოლარის 216 ტონა
ნიდერლანდები – 6.3 მლნ აშშ დოლარის 3.6 ტონა
ბიზნესპრესნიუსი, კომერსანტი

