ელისო კილაძე: ,,გიორგი ჩალაძე შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს! ეს იყო კარგად დაგეგმილი მკვლელობა!”

ელისო კილაძე: ,,გიორგი ჩალაძე შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს! ეს იყო კარგად დაგეგმილი მკვლელობა!"გუშინ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდა. მისი მანქანის ავზიდან ბენზინი იღვრებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ჯგუფიც. გაჩნდა ეჭვი, რომ ავზი განზრახ იყო დაზიანებული და ამას წინ მუქარის შემცველი მესიჯებიც უძღოდა წინ.
გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე ამის შესახებ წერს:
,,გიორგი ჩალაძე არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი. მის ავტომანქანაში საწვავის მილი მექანიკური დაზიანებით ჩახსნილია, ბენზინი იღვრებოდა ცხელ დეტალებზე, შემთხვევით გადარჩა სიკვდილს. ავტომობილში შესაძლოა მეც ვყოფილიყავი, გიული ალასანიაც და ნებისმიერი სხვა პირი! ავტომობილის დაზიანებას წინ უძღოდა მუქარა, ვოისმესიჯები მოსმენილი მაქვს.
ეს არის კარგად დაგეგმილი მკვლელობა – მიშას ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ადამიანის გარეშე ტოვებდნენ! დაუყოვნებლივ დააკავეთ შეკვეთილი მკვლელობის ავტორი და ორგანიზატორი! ასე მარტივად არ ჩაივლის ეს ამბავი!”