მსახიობ არჩილ სოლოღაშვილზე ერთ-ერთი ფეისბუქგვერდიდან გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ ის გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა არის მძიმე. როგორც აღმოჩნდა, ფეისბუქპოსტის ავტორი არასრულწლოვანია და მსგავს ინფორმაციებს პირველად არ ავრცელებს.
,,არ იდარდოთ, ტყუილი ამბავია. გუშინდელი პოსტიც ამ ბავშვს ეხებოდა”, – წერს მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი.
