მომღერალ თემურ წიკლაურის საფლავის ძეგლი ისევ დააზიანეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თემურ წიკლაურის ქალიშილი, ქეთი წიკლაური წერს:კიდევ ერთხელ გააფუჭეს მამას სასაფლაოს ძეგლი, პოლიურეთანის სკულპტურა. შარშან დედამიწა ამოგლიჯეს ხელებიდან, საქმეც კი აღიძრა მაშინ… ახლა კი ეს!
მეგობარმა გამომიგზავნა სურათი, მე არ ავსულვარ, დიდი ხანია ვირუსი მაქვს, სახლში ვარ ერთი კვირაა უკვე… იცით, არც ვიცი, რა დავწერო!
მადლობა ,,საქართველო”?.. არა, ყველაფერი ზედმეტია. სიტყვები უძლურია”.

