ქალი ევროკავშირის დროშით – ,,ეს იყო სიბრაზე, კონსტიტუციის თავზე გადახევა”

ქალი ევროკავშირის დროშით - ,,ეს იყო სიბრაზე, კონსტიტუციის თავზე გადახევა"ევროკავშირის დროშით მებრძოლი ქალი, რომლის ფოტოებმა და კადრებმა მსოფლიო მედიის გვერდები მოიარა, 47 წლის ნანა მალაშხიაა, რომელიც თბილისის მერიაში მუშაობს. ნანა მალაშხია ,,რადიო თავისუფლებასთან” ყვება:

-ვნახე, რომ ჩიტაძისკენ დაიძრა ხალხი და იყო ჩოჩქოლი. უკვე დგანან რობოკოპები და დგას წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ასხამს წყალს ხალხს. ვერ გეტყვით, როგორ აღმოვჩნდი იქ, ვხედავდი წყლის ჭავლს და უბრალოდ დავიძარი იქითკენ. ეს იყო სიბრაზე, ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯი, მოდით, ვიტყვი პირდაპირ – კონსტიტუციის თავზე გადახევა და საბოტაჟი, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც თუ არ ვცდები, შემოდგომით, ხელახლა უნდა განიხილონ ჩვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, არანაირი შიშს გრძნობა არ იყო…

წყლის ჭავლმა თავისი ქნა და დაცვის მიუხედავად, ბიჭების დიდი მონდომების მიუხედავად, დავეცი მე, მაგრამ დროშა არ დაცემულა ერთი წამითაც. უცბად გამომართვეს, ბევრნი იყვნენ და უცბად წამომაყენეს და ააფრიალეს. მე არ ვიცი,  დღეს ის დროშა ვის აქვს, ეს არის გარდამავალი დროშა, მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის ხელშია ეს დროშა…