ლევან თაქთაქიშვილი სტალინზე: ,,მართალი ყოფილხარ, ტაო-კლარჯეთი რომ არ დაგვიბრუნე”

ლევან თაქთაქიშვილი სტალინზე: ,,მართალი ყოფილხარ, ტაო-კლარჯეთი რომ არ დაგვიბრუნე"პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი სტალინის გარდაცვალების დღეს, 5 მარტს წერს:

,,დღეს შენი გარდაცვალების დღეა! თუ აქამდე არ მესმოდა შენი გადაწყვეტილებების, ახლა ვრწმუნდები, რომ ყველაფერში მართალი ყოფილხარ! ყველაფერში! მათ შორის იმაშიც, რომ საქართველოს არ დაუბრუნე ტაო-კლარჯეთი. დღეს ის დაკარგული გვექნებოდა და მას მიჰყვებოდა აჭარაც. ქართველები არაფრის ღირსები არ არიან. შენი ბრძანებით დაბრუნებული განძი საფრანგეთში რომ გაიტანეს 1921 წელს და 1933 წლიდან რომ საფრანგეთის საკუთრებად ითვლებოდა, ექვთიმე თაყაიშვილის ჩამოტანილად გაპეარდა, თურმე დეგოლს თავად შეუთავაზებია შენთვის. გორში შენი ძეგლი ჩამოაგდეს ღამე და გორელები მოწამლეს ახალი იდეებით, ათასი დანაშაული დაგაბრალეს, მათ შორის ვაჟა-ფშაველას შვილობა! აი, ასე! ვინც შენ კაცად აქციე და ნახირიდან გამოიყვანე, პირველი ის გაგინებს, აბა თავადაზნაურთა შთამომავალნი ჩუმად არიან, ვისაც რამე აქვთ სათქმელი”.