გიორგი გაგნიძე: ,,ახლა გაჩუმება საკუთარ ნამუსზე ხელის აღებაა!”

გიორგი გაგნიძე: ,,ახლა გაჩუმება საკუთარ ნამუსზე ხელის აღებაა!"ოპერის ქართველი ვარსკვლავი, გიორგი გაგნიძე, რომლისთვისაც მსოფლიოს საუკეთესო თეატრების კარი ღიაა, აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტს ეხმაურება. ,,ახლა გაჩუმება საკუთარ ნამუსზე ხელის აღებაა! გაუმარჯოს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მომავალს!”, _ ასე იწყება მისი წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
,,წერილი ეკუთვნის ბატონ ლაშა ბუღაძეს. გამარჯობა, ლაშა! მე ძალიან აღელვებული ვარ ამ უკანონო კანონების მიღების მცდელობით და ერთი კლანის მიერ მიტაცებული ხელისუფლებით, სადაც მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის კარნახით მიდის ყველაფერი.
მე არასოდეს გამომიხატავს ჩემი პირადი მოსაზრება ამ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა ვხედავ, როგორ უნდა ამ ხელისუფლებას, დაანგრიოს ისედაც სუსტ ფეხებზე მდგომი დემოკრატიული ინსტიტუტები და საბოლოოდ მიითვისოს ხელისუფლება ერთმა კლანმა, რომელსაც დღეს მმართველი პარტია, ასე ვთქვათ, ,,რუსული ოცნება” ჰქვია, ანუ ,,ქართული ოცნება”.

მინდა, დაგიდგეთ გვერდში და ერთად ვიბრძოლოთ ამ უტიფრობისა და უნამუსობის წინააღმდეგ, სანამ ჩვენ, უცხოეთში მოღვაწე ხელოვანები, მტრად და აგენტებად არ გამოგვაცხადეს. მე მრავლობითში ვგულისხმობ უცხოეთში მოღვაწე ხელოვანებს, ჩემ და თქვენს თანამოაზრეებსაც და მათი სახელითაც მოგმართავ”, – წერს გიორგი გაგნიძე.