გაბის დედა ყაველაშვილს: ,,გველო, შენი შვილი აცხოვრე 280 ლარით ისე, როგორც ბევრი შშმ ბავშვი ცხოვრობს”

გაბის დედა ყაველაშვილს: ,,გველო, შენი შვილი აცხოვრე 280 ლარით ისე, როგორც ბევრი შშმ ბავშვი ცხოვრობს"გაბი ნიშნიანიძეს დედა, თამუნა იარაჯული, რომელიც წლებია შვილის ჯანმრთელობისთვის, უფლებებისთვის იბრძვის, უცხოური გავლენების აგენტებზე რუსული კანონპროექტის შესახებ მწვავე პოსტებს აქვეყნებს:
,,ვინც ახლა სხდომაზე ზის და ჰგონია, რომ ყაველაშვილს ესმის, რასაც ელაპარაკებით, ყოჩაღ რა. ყაველაშვილო, როგორ ბედავ ჩვენი შვილების დაღუპვას! გამოეთრიე მაგ პარლამენტიდან და შენი შვილი აცხოვრე 280 ლარით ისე, როგორც ბევრი შშმ ბავშვი ცხოვრობს, გველო!
უსაქმური ესა, ქვეყანა ამის კანონპროექტით როგორ უნდა დაიღუპოს, ვინაა საერთოდ, რა გაუკეთებია ამ ქვენისთვის…
სულ რომ ღირსებას გადავაბიჯო, დასავლეთს ვერ ვეტყვი უარს ერთი მარტივი მიზეზის გამო!
როდესაც გყავს შვილი შშმ პირი და ზოგადად შვილი გყავს, იცი ევროპული ღირებულებების ფასი, კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა, ადამიანის უფლებები დაცული და ხელშეუხებელი,
შშმ შვილის სიცოცხლის გარანტიას ვერ ვეტყვი უარს, ვერ გავწირავ შვილს მხოლოდ იმის გამო, რომ მე ხუთი წელი ციხის შემეშინდა და ჩემივე სიცოცხლეში შვილებს დავუკარგო მომავალი.
არა, ვერა! ქვეყანაში, სადაც შშმ პირებს პენსია ისევ სამას ლარამდე აქვთ, ისიც პირველ ჯგუფს, სადაც ანალიზებზე თურქეთში მივდივართ, რომ შვილი არ დაგვეღუპოს მწვავე ტკივილებით და დიაგნოზით, რატომ უნდა ვიცხოვრო ამის შემდეგ მშიშარა, მხდალმა მშობელმა, რომელმაც შიშის გამო შვილებს დავუკარგე დასავლური კურსი?
ჯერ არ შეგხებია ამ ქვეყნის ჩამორჩენილი განათლება ან ჯანდაცვის გაუმართავობა?
იცოდეთ, რომ ხვალ გვიან იქნება! იცოდეთ, რომ დღეს არის გადამწყვეტი დღე, როცა შეიძლება დასავლეთის გზა ავირჩიოთ და ჩვენი შვილები ემიგრაციაში კი არა, საკუთარ მიწაზე გავზარდოთ იმ წარმატებებით და ღირებულებებით, რაზეც დღეს ევროპაში რიგებში ვდგავართ ნათელი მომავლის. დღეს ისტორია იწერება მშობლების, რომლებიც შვილის მომავლის არჩევანს აკეთებენ, ვაკეთებთ, ყველა თავის გზას მოძებნის,
მაგრამ ჩვენ დავკარგავთ მთავარს – დასავლურ კურსს და ჩვენი შვილები, ვის მშობელსაც არ ექნება გავლენები და ფული, აქ უნივერსტიტეტსაც ვერ დაამთავრებს და ვინც ეს კანონი შემოგვიგდო, მისი შვილი კბილსაც არ იკეთებს აქ!”.