ე.წ. ,,ხალხის ძალის” მიერ რუსეთიდან გადმოღებული კანონპროექტი უცხოეთის გავლენების აგენტებზე არა მარტო არასამთავობო ორგანიზაციებს აყენებს დარტყმის ქვეშ, არამედ რიგით მოქალაქეებსაც, მაგალითად, ემიგრანტების ოჯახებს. თუ ეს კანონი მიიღეს, ყველა თეთრი გაკონტროლდება, მათ შორის ემიგრანტთა ოჯახების.
,,საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრებისგან გადარიცხვებს რომ შეზღუდავენ და ვინც მიიღებს, ყველა აგენტი გახდება, მერე გვიანი იქნება. მანდეთ მიდის საქმე”, – წერს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.
