ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალური ქსელით ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ბრალდებას – საზღვრის უკანონო კვეთას და წერს:,,იცით თუ არა, რამდენი ქართველია ამერიკაში? აქედან რამდენმა შემოაღწია ამ ქვეყანაში ლეგალურად? იცით თუ არა, რომ საართველოს მოქალაქეების აბსოლიტური უმრავლესობა აქ საზღვრის უკანონო კვეთის შედეგად აღმოჩნდა, არალეგალურად? როგორ ფიქრობთ, ციხეში ყრია ეს ხალხი? წარმოიდგინეთ, არა. უმრავლესობა შრომობს, წვალობს, თანდათან ლეგალურად იწყებს ცხოვრებას და ოკეანის გაღმიდან აცოცხლებს საქართველოს.
წარმოუდგინეთ, ამერიკას ეს ხალხი საზღვრის უკანონო კვეთისთვის რომ გაესამართლებინა… თან საკუთარი ქვეყნის საზღვარი კი არ გადმოკვეთეს უკანონოდ, უცხო ქვეყანაში შემოდიან მექსიკის ტყეების და მდინარეების გადალახვით.
საზღვრის უკანონო კვეთისთვის ადამიანის ლამის სიკვდილით დასჯას როცა მოითხოვთ, თქვენი ნათესავ-მეგობარ-ახლობლები გაიხსენეთ, ვინც მთელ მსოფლიოსაა მოდებული იგივე დანაშაულის ჩადენის გზით. ცოტა აზროვნება და თანმიმდევრობა არ გვაწყენდა”.
