,,იმედის” ოპერატორმა ,,მთავარის” ჟურნალისტს აგინა – ,,ნატაშკას დედის ორმოცი ჯერ არ გასულა და აგინა და ატირა… ნეტა, იქ რატომ არ ვიყავი!”

,,იმედის" ოპერატორმა ,,მთავარის" ჟურნალისტს აგინა - ,,ნატაშკას დედის ორმოცი ჯერ არ გასულა და აგინა და ატირა... ნეტა, იქ რატომ არ ვიყავი!"შეუძლებელია, აღშფოთების გარეშე უყურო კადრს, ,,იმედის” ოპერატორი, ნიკოლოზ წაველიძე პირდაპირ ეთერში როგორ კრავს ხელს ,,მთავარის” ჟურნალისტს, ნატაშკა ჯახუტაშვილს. ეთერის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ წაველაძემ ნატაშკა ჯახუტაშვილს დედა აგინა. ,,გაასხი აქედან”, ,,მოგი** დედის მუ***” – ასე მიმართა ჟურნალისტს ოპერატორმა.
,,ბიძინას ჯერ ,,ჯიდიესის” და ახლა ,,იმედის” ოპერატორი ნატაშკა ჯახუტაშვილს ასე მოექცა პირდაპირ ეთერში. თურმე ჩართვის მერე ნატაშკას, რომლის დედის ორმოციც ჯერ არ გასულა, აგინა და ატირა. ნიკოლოზ წაველიძე – აქ არ გაგინებ, აზრი არ აქვს. ნეტა, იქ რატომ არ ვიყავი. ნეტა, იქ რატომ არ ვიყავი მართლა”, – დაწერა ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ.
,,პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს უამრავი ხარვეზი შეიძლება არსებობდეს, კადრიც აირიოს და რაღაც ვერ გათვალო, მაგრამ ასეთ რამეს მხოლოდ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები აკეთებენ! ჩართვის დასრულების შემდეგ კი შენიშვნის გამო დედა აგინა ჟურნალისტს, რომლის დედის სიკვდილიდან ჯერ ორმოცი დღეც არ გასულა! ნატაშკა ჯახუტაშვილი პირდაპირ ეთერში იყო, იმედის გადამღები ჯგუფი – არა! ამიტომ არც კადრი გაუფუჭებია თქვენთვის და ალბათ ამ სინქრონიდან ნახევარზე მეტი ისედაც არ გავიდოდა თქვენს ეთერში!..
რატომ აძლევთ ამ ადამიანს გადაღებაზე სიარულის უფლებას, თუ არც ზრდილობა აქვს, არც გონი მოეკითხება და ვერც თავს აკონტროლებს?” – წერს თეო გილიგაშვილი.
,,იმედის” ოპერატორმა ,,ფეისბუქით” ბოდიში მოიხადა და დაწერა:
,,ძალიან ვწუხვარ „ვივამედთან“ მომხდარი ფაქტის გამო. 20 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები და მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. ადგილზე ტელევიზიები ვმუშაობდით პირდაპირი ეთერის რეჟიმში. ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის ჩართვის გამო ხელი შეგვეშალა მუშაობის პროცესში. ყველა ვეუბნებოდით,  კადრიდან გაწეულიყო. ამის შემდეგ მინდოდა, უბრალოდ გვერდით გამეწია, ვერ მოვზოვე და ხელი ვკარი. პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა და კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამის გამო. რაც შეეხება უკვე კადრს მიღმა განვითარებულ მოვლენებს, ამაზე თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ”.