,,ძალიან სასწრაფოა! 10 წლის ნიკოლოზს 7 ათასი დოლარი სჭირდება გამოკვლევებისთვის”

,,ძალიან სასწრაფოა! 10 წლის ნიკოლოზს 7 ათასი დოლარი სჭირდება გამოკვლევებისთვის"10 წლის ნიკოლოზ ვარშანიძეს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. მის შესახებ ინფორმაციას ანნა სააკაძე ავრცელებს:
,,მეგობრებო, მაქსიმალურად გავაზიაროთ სასწრაფოა! ჯგუფში სიმპათიური, მოუსვენარი ბიჭი მოვიყვანე ქობულეთიდან. 10 წლის ნიკოლოზ ვარშანიძის შესახებ ზუსტად ნიკოლოზობას მომწერეს. დიაგნოზია ნეირობლასტომა.
იაშვილში გაკეთდა ოპერაცია. ამოიჭრა ერთი თირკმელი, მეტასტაზი არის მენჯის ძვალზე და ნაწლავზე.
ოჯახი გაემგზავრა თურქეთში მედიკალპარკში დიაგნოზის დასაზუსტებლად.
პარასკევს უნდა გაკეთდეს ძვლის ტვინის ბიოფსია pet CT და ბარძაყის ძვლის MRI. ოპერაციული მასალის გენეტიკური და მორფოლოგიური კვლევა. სისხლის და შარდის ანალიზები. ამ ეტაპზე ჩამოთვლილი გამოკვლევებისთვის საჭიროა 7 000 დოლარი, დახმარებისთვის ნიკოლოზის მამიდან მოგვწერა. ნიკოლოზს დაბადებიდან მამიდა, ბებია და ბაბუა ზრდიან და ახლა კეთილი ადამიანების დიდი იმედი აქვთ. ჩვენ ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა! დღეს ნიკოლოზისთვის დავამტკიცოთ. ძალიან სასწრაფოა!
გააზიარეთ პოსტი, შემოგვიერთდით ჯგუფში Anna4You #Anna4You! თუნდაც ჩარიცხული 1 ლარი ახლა ამ ბიჭისთვის გადამწყვეტია
საქართველოს ბანკი
თიბისი
მიმღები:მარინე ვარშანიძე