ვახო სანაიას გადაცემაში ,,ფორმულაზე” გიორგი ჩალაძემ უმძიმესი განცხადებები გააკეთა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. ,,მე მიკვდება მეგობარი”, – ამბობს გიორგი ჩალაძე. მისი თქმით, ,,ვივამედის” ექიმები დღეს ისტორიული ხალხია, რადგან შესაძლოა ისინი უყურებდნენ მიხეილ სააკაშვილის ბოლო დღეებს.
-თუ არ იტყვით, რომ ეს მიხეილ სააკაშვილია, ადამიანები ვერ იცნობენ, იმდენად არის შეცვლილი… ეს არის განგაში. ჯიშკარიანის შესანიშნავი ექსპერტების ჯგუფი მუშაობს, ბატონი შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დასკვნა იქნება 18-19 ნოემბერს. ჩემს ხელში რომ იყოს პროცესი, ამას გავაკეთებდი გუშინ, ათი დღის წინ, ყოველი დღე როცა არ არის დამთავრებული დასკვნა, მათ უნდა ესმოდეთ, შესაძლოა მათმა დასკვნამ პრეზიდენტს ვეღარ მოუსწროს. 19 ნოემბერი შეიძლება დაგვიანებული იყოს.
