,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე ენმ-ში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება.
,,ცირკი: კეზერას პლან ა-ხაბე პარტიის თავმჯდომარედ, გაზაფხულზე პოსტს ვანოს [მერაბიშვილი] დაუთმობს, გიორგი ჩალაძეს სთავაზობს მიშას გათავისუფლების კომიტეტს, რაც თავად ხაბეს უნდა შეექმნა ერთი წლის წინ! გაიხსნა სავაჭრო დახლი”, – წერს და 2016 წლის წინანდელ მოვლენებსაც იხსენებს:,,
2016 წელს ენმ დაიშალა და პარტიიდან პოლიტიკოსების მთელი პლეადა წავიდა. დაშლის ინიციატორი ,,ევროპული საქართველო” იყო. მას შემდეგ, რაც დაშლილები 2-3%-ს ვეღარ გაცდნენ, ამჯერად საკუთარი პარტიის დაშლა და ბოკერიას ჩამოშორება გადაწყვიტეს, მაგრამ წარუმატებლად.
ახლა ეს დაშლილები კეზერაშვილის ფრთებქვეშ მოქუჩდნენ, რევანშისთვის ემზადებიან და ენმ-ში დაბრუნება სურთ. ღალატს ნუმერაცია არა აქვს – დაბრუნებაც მორიგი სავაჭრო პოზიციაა და არა ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლა. სულ ესაა”.
