,,შიმშილისგან გულწასული მოხუცი ქალი მოვაბრუნეთ ახლა ქუჩაში. ძალიან დათრგუნული ვარ”, – დაწერა თეონა ჭალიძემ, სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა.
,,გულის ამრევ მთავრობას რომ ჰკითხო, დუღს ეკონომიკა და შიმშილი არაა საქრთველოში”, ,,და ეს ხდება საქართველოში, სირცხვილით სად უნდა გამოვყოთ თავი, ჩემო ქვე.. ყ ა ნ ა , აკი აყვავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ?! საქართველოს მთავრობა, სად გძინავს?! თქვენი დედები უნდა ეყარნონ ასე! პენსიები მიზერული, ვითომ ამატებთ, თქვენს ხელფასების შეხედეთ და საშუალო გამოიყვანეთ?! პენსიონრები, ვისაც შვილები არ ჰყავთ, ასეთ დღეში არიან! მინიმალური პენსია დღეს 1000 ლარი უნდა იყოს, რომ ცოტა ნორმალურად იცხოვრონ და არ იშიმშილონ, გადათვალეთ და მიხვდებით!”, ,,რამდენი ქუჩაშიც ვერ გამოდის?!” – წერენ კომენტარებში.
