სოფო ხალვაში: ,,მოღალატედ გამომაცხადეს”

სოფო ხალვაში: ,,მოღალატედ გამომაცხადეს"ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლე, მომღერალი სოფო ხალვაში ეხმაურება ინფორმაციას, სადაც მას უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩაშლაში ადანაშაულებენ. მომღერალი ჩინოსანი განმარტავს:

,,ბოლო 2 დღეა ჩემს სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია. TV Pirveli -ზე გა­ვი­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტი, სა­დაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მე ხელს ვუშ­ლი უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას ბა­თუმ­ში, ვკრძა­ლავ ომის ხსე­ნე­ბას ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. გა­მოქ­ვეყ­ნდა ჩემი მი­მო­წე­რა ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან, რო­მე­ლიც კონ­ტექ­სტი­დან არის ამო­ვარ­დნი­ლი და მხო­ლოდ ის ფრა­ზე­ბია წარ­მო­ჩე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უქ­მნის ილუ­ზი­ას, თით­ქოს მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, და­ვეხ­მა­რო უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის აღ­ნიშ­ვნა­ში.

ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ამ ცალ­მხრი­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გამო ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა ყო­ველ­გვა­რი ეთი­კის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით ხმა­მაღ­ლა გა­მო­მა­ცხა­დეს ჩემი ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტედ! გავ­რცელ­და უამ­რა­ვი პოს­ტი, სა­დაც ჩემს სა­ხელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბია წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი…

უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვილ ღო­ნის­ძე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წე­რი­ლი მე­რი­ა­ში შე­მო­ვი­და 8 აგ­ვის­ტოს, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო ჩვე­ნი მხრი­დან კონ­ცერ­ტის გა­კე­თე­ბა­ზე, ანუ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი კონ­ცერტს სა­წყის ეტაპ­ზე არ ჰყავ­და. ამის შემ­დეგ და­მი­რე­კა გი­ორ­გი კირ­თა­ძემ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან და მთხო­ვა შევ­ხვედ­რო­დი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. შეხ­ვედ­რა­ზე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მო­იყ­ვან­დნენ 14 შემ­სრუ­ლე­ბელს და ასე­ვე გა­უშ­ვებ­დნენ 4-5 ვი­დეო მი­მარ­თვას, რა­ზეც ასე­ვე შევ­თან­ხმდით.

მალე კვლავ შე­იც­ვა­ლა პი­რო­ბე­ბი და აღ­მოჩ­ნდა რომ კონ­ცერ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე მეტი ოდე­ნო­ბის ვი­დეო მი­მარ­თვა იყო და­გეგ­მი­ლი, მათ შო­რის არა მხო­ლოდ ომის თე­მა­ტი­კა­ზე. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იქვე და­ვა­ფიქ­სი­რე ჩემი პო­ზი­ცია, რომ კონ­ცერ­ტი ისე ვერ ჩა­ივ­ლი­და რომ ომი არ ხსე­ნე­ბუ­ლი­ყო.. რად­გან ომია! და ეს მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი!

შევ­თან­ხმდით ასე­ვე ტექ­სტზე, რო­მე­ლიც წამ­ყვა­ნებს უნდა გა­ეჟ­ღე­რე­ბი­ნათ. TV 1-ის სი­უ­ჟეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს და­ა­ფიქ­სი­როს, რომ მე ომის ხსე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ცხა­დად უარ­ყოფს ამას. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ფაქ­ტის ინ­ტერპრე­ტა­ცია სწო­რედ ისე მოხ­და, რო­გორც პრო­ვო­კა­ცი­ის ავ­ტო­რებს ჰქონ­დათ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რა­საც ადას­ტუ­რებს ამ თე­მი­სად­მი და ჩემ­და­მი მი­ძღვნი­ლი პოს­ტე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი…

თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ვა­კე­თებთ იმას, რისი გა­კე­თე­ბაც შეგ­ვიძ­ლია და მე, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვა იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლი, თუ ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ეძღვნე­ბა! ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არა­ერ­თი კონ­ცეტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის შე­მი­წყვია ხელი, მათ შო­რის, სწო­რედ მე გახ­ლდით სულ ახ­ლა­ხან სას­ტურმ­რო “მე­რი­დი­ან­ში“ გა­მარ­თუ­ლი, უკ­რა­ი­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის მი­ძღვნი­ლი კონ­ცერ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი, სა­დაც ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას…”