მარიამ ლაშხი: ,,მამაჩემი ბანკირია, დედა – პროფესორი, ოჯახის მფარველობას გავექეცი და სხვა პროფესია ავირჩიე”

მარიამ ლაშხი: ,,მამაჩემი ბანკირია, დედა - პროფესორი, ოჯახის მფარველობას გავექეცი და სხვა პროფესია ავირჩიე",,როცა მა­მა­ჩემს მძღო­ლი ჰყავ­და, მე ავ­ტო­ბუ­სით დავ­დი­ო­დი. ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლაფ­რის­თვის ჩე­მით მი­მეღ­წია. ოჯა­ხის მფარ­ვე­ლო­ბას გა­ვე­ქე­ცი და სულ სხვა პრო­ფე­სია ავირ­ჩიე – სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე” – უთხრა  ჟურნალ ,,გზას” პარლამენტის დეპუტატმა მა­რი­ამ ლაშ­ხმა, რომელიც მეორე შვილის მოლოდინშია.

-ოჯახ­ში არ გვქონ­და იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ მუ­შა­ო­ბა და­მე­წყო. მა­მა­ჩე­მი, კონ­სტან­ტი­ნე ლაშ­ხი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბან­კი­რი იყო, ამა­ვე დროს ტან­მო­ვარ­ჯი­შე იყო. დღეს ტან­ვარ­ჯი­შის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია და ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ას­წავ­ლის. დედა, ნანა ერ­გემ­ლი­ძე არა­ბუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი…

გერმანიაში ვსწავლობდი. იქიდან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა პრო­ფე­სია შე­ვიც­ვა­ლე და მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და დიპ­ლო­მა­ტია ავირ­ჩიე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი იყო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მი­უ­სა­ფარ ბავ­შვთა სახ­ლე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბო­და: ტრე­ნინ­გებს უტა­რებ­და და პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას აძ­ლევ­და. ამის შემ­დეგ მსოფ­ლიო ბან­კში გა­და­ვე­დი, სა­დაც 3 წელი ვმუ­შა­ობ­დი, იქი­დან კი ,,ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში” მი­მიწ­ვი­ეს…

4 ენა ვიცი: ინ­გლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, თურ­ქუ­ლი და რუ­სუ­ლი, ფრან­გუ­ლის შეს­წავ­ლაც და­ვი­წყე… ჩემი მე­უღ­ლე – ალექ­სან­დრე ნე­ფა­რი­ძე ერთ-ერთ ბან­კში იუ­რის­ტად მუ­შა­ობს.ერთ უბან­ში გა­ვი­ზარ­დეთ. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვმე­გობ­რობ­დით და ვი­ღა­ცებს ვუ­რი­გებ­დი კი­დეც. ერთხელ, ხუმ­რო­ბით მი­თხრა: ასეთ მე­გო­ბარს ცო­ლა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვიყ­ვან­დიო. ცოტა ხან­ში ეს ხუმ­რო­ბა სი­ნამ­დვი­ლედ იქცა. ოჯა­ხი გა­აზ­რე­ბუ­ლად, ზრდას­რულ ასაკ­ში შევ­ქმე­ნით, – უამბობს ჟურნალ ,,გზას” დეპუტატი.

გზა