ლევან კობიაშვილი შეყვარებულია – წყვილი ფოტოებს აქვეყნებს

ლევან კობიაშვილი შეყვარებულია - წყვილი ფოტოებს აქვეყნებს,,ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია” – ამის შესახებ ინფორმაციას ამბები.ჯი ავრცელებს და ფოტოებსაც აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, ცნო­ბი­ლი შე­ფმზარეულის რჩე­უ­ლი ნინა ილუ­რი­ძეა, ისინი სიყვარულს არ მალავენ და ფოტოებსაც აქვეყნებენ.

ორი წლის წინ ლევან კობიაშვილი ,,სარკეს” მისი და კონდიტერ თიკო მიქაბერიძის ოჯახურ ურთიერთობებზე უყვებოდა:

-ოჯახში მთავარი მზარეული ჩემი მეუღლეა. არ მცალია ოჯახში კერძების მოსამზადებლად. თითქმის სულ არ ვარ სახლში, ღამე მივდივარ და დილით გავდივარ. სად მცალია?!

– როგორი მზარეულია მასტერშეფის ცოლი?

– კარგი. უკმაყოფილება არასოდეს გამომითქვამს. საკონდიტრო აქვს დამთავრებული და სახლში მზარეულობასაც კარგად ართმევს თავს. ოჯახში, სადაც გაიზარდა, ძალიან კარგად ამზადებდნენ და კარგად იცის, ტრადიციული კერძების გაკეთება. თავისი ფანტაზიებიც ჩააქსოვა. მეც თუ რამეს მეკითხება, ვეუბნები, მაგრამ ძირითადად დახმარება არ სჭირდება, ისე ამზადებს.

ხელი მართლა კარგი აქვს და ვფიქრობ, მზარეულიც კარგი გამოვიდოდა, მაგრამ ოჯახში ორი შეფი ალბათ მეტისმეტი იქნებოდა. საკონდიტროზე თავისი სურვილით ისწავლა და ამ განხრით მუშაობდა სასტუმროებში სხვადასხვა შეფებთან. ცოტა მარილს აკლებს ხოლმე კერძს, მაგრამ არა უშავს.

– რამდენი შვილი გყავთ?

– სამი. ორი ბიჭი და ერთი გოგონა, მაგრამ გოგონა, სამწუხაროდ, აღარ გვყავს… დაბადებიდან თირკმლის უკმარისობა ჰქონდა და 4 წლის ასაკში გარდაიცვალა.

– ძალიან სამწუხარო ამბავია, თურმე რამხელა ტკივილს ატარებთ.

– დიახ, ასეა… ჩვენი უფროსი ბიჭი 19 წლისაა. მეორე გოგონა იყო და მესამე შვილი 9 წლის ხდება.

– ბიჭებს ემჩნევათ მზარეულობის ნიჭი?

– უფროს ბიჭს ახლახან მოუნდა მზარეულობა. ცდილობს, ამ პროფესიას ნელ-ნელა დაეუფლოს.

– ოჯახშიც მკაცრი ხართ?

– იქიდან გამომდინარე, რომ სახლში თითქმის არ ვარ, შვილებთან სიმკაცრე არ  გამომდის. ვცდილობ, მეგობრულიც ვიყო, მაგრამ სამზარეულოში მეგობრული ვერავისთან ვიქნები, თუნდაც ეს შვილი იყოს.

– კორონავირუსმა გააჩერა კვების ობიექტები. თქვენზე რა გავლენა მოახდინა ამ პანდემიამ და როგორ გადაიტანეთ ეს პერიოდი?

– ძალიან დიდი დარტყმა იყო. ყველა ობიექტი გაჩერდა, ტურისტი და ხალხი გაქრა…ჩემს ოჯახს კი უხაროდა, რადგან ამდენი ხანი პირველად ვიყავი სახლში, ბავშვებს – მით უმეტეს