პოეტი ია ნანეიშვილი სიცოცხლისთვის იბრძვის – ,,თირკმლები გაეთიშა, მისი მდგომარეობა ძალიან რთულია”

პოეტი ია ნანეიშვილი სიცოცხლისთვის იბრძვის - ,,თირკმლები გაეთიშა, მისი მდგომარეობა ძალიან რთულია''პოეტ ია ნანეიშვილს, რომლის ლექსებსაც მრავალათასიანი აუდიტორია ჰყავს და მისი ლექსები თუ ჩანახატები ინტერნეტსივრცეში, შეიძლება ითქვას, ხელიდან ხელში გადადის, დღეს თავისი გულშემატკივრების გვერდში დგომა სჭირდება. მის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დაბრუნდა – ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა ისევ მძიმე სენს ებრძვის.

,,ძვირფასო მეგობრებო, იას გულშემატკივრებო და კეთილო ადამიანებო,  მოგმართავთ თხოვნით, თქვენთვის ყველასთვის ნაცნობი, ყველასთვის საყვარელი,ულამაზესი და უნიჭიერესი პოეტი ია ნანეიშვილი იმყოფება რეანიმაციაში და ისევ იბრძვის სიცოცხლისათვის. ისევ ებრძვის ვერაგ დაავადებას, რომელიც ერთხელ უკვე დაამარცხა.
მისი მდგომარეობა ძალიან რთულია. მას ასევე გაჩერებული აქვს ორივე თირკმელი. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ. იას სიცოცხლის გადასარჩენად თითოეული ლარი მნიშვნელობანია.
გთხოვთ, ერთად გადავარჩინოთ იას სიცოცხლე. ია იცოცხლებს! ვილოცოთ მისი სიცოცხლისთვის. მას უფალი არ გაწირავს! ისევ გაათბობს თითოეული ჩვენგანის გულს სითბოთი და სიყვარულით
ანგარიშის ნომერი:
 GE19LB0711116108736000
GE75TB7379245064300003
მიმღები: თეონა ზუხბაია”.
ია ნანეიშვილი ,,სარკესთან” ამბობდა: ,,ზოგჯერ საკუთარ დარდებზეც უნდა გაიცინო, თორემ ცხოვრება შეგშლის.მამაცი და შეუპოვარი უნდა იყო. ცხოვრება ვერ იტანს წუწუნა და სუსტ ადამიანებს (იხილეთ ბმულზე, თუ რას ყვებოდა თავის დაავადებაზე).