ნიკა გვარამია რაჭველებზე: ,,უსირცხვილო სახეებზე თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი”

ნიკა გვარამია რაჭველებზე: ,,უსირცხვილო სახეებზე თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი",,მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თავის დედულეთზე, რაჭაზე წერს:

,,სამწუხარო სიმართლეა. თუმცა, სამწუხაროდ. მარტო რაჭაზე არ ვრცელდება. კიდევ უფრო სამწუხაროდ, სამეგრელო ჯერ ერთადერთია, ვისზეც ამას ვიტყვით.
p.s. ჰო, მართლა. ძვირფასო ჩემო რაჭავ და მშობლიურო რაჭავ, არ მინდა, ასეთი დაბეჩავებული, გაყიდეული და დაცემული გნახო. მირჩევნია, ბავშვობის ფერად მოგონებებში დარჩე, როგორც საოცნებო და ზღაპრული კუნძული. აწი მე მანდ ჩამომსვლელი არ ვარ. ბევრი არ დაგაკლდებათ, მართალია, მაგრამ მაინც. თქვენ თვითონ აზილეთ ერთმანეთს ტალახი უსირცხვილო სახეებზე. არ მინდა ამის ყურება”.