ია ფარულავა: ,,რეიტინგის გამო ასე არ შეიძლება, ადამიანი არის ცუდად, არის სამკურნალო”

ია ფარულავა: ,,რეიტინგის გამო ასე არ შეიძლება, ადამიანი არის ცუდად, არის სამკურნალო"დიზაინერ ზალიკო ბერგერის ჟესტმა პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ სოციალური ქსელები აალაპარაკა. აუტსაიდერთა გამოცხადების დროს სცენის დატოვებაც სცადა, მაგრამ ორგანიზატორებმა მისი გადარწმუნება მოახერხეს, მას შემდეგ, რაც ის პროექტში დარჩა, ზალიკომ უკმაყოფილება უხერხული ჟესტით გამოხატა.

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ამ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
-ერთ-ერთი სატელევიზიო პროექტის ყურებისას ერთ-ერთი მონაწილის მდგომარეობამ ძალიან დამთრგუნა. რეიტინგის გამო ასე არ შეიძლება… ადამიანი არის ცუდად, არის სამკურნალო და არ შეიძლება ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს არის იგივე, რომ ავადმყოფი ადამიანი გამოიყვანო და ძალით რაღაცები აკეთებინო, აჯამბაზო. თან პროექტი, რომელიც უნდა ასხივებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს, სიხარულს, ბედნიერებას, სილამაზეს, ჯანსაღ სხეულს, ჯანსაღ სულს… მოგი@…,  – ამბობს ია ფარულავა ვიდეოში.