2019 წლის 17 ოქტომბერს გავრილოვის ღამის უსტატუსო დაზარალებული, ირაკლი დოღაძე გარდაიცვალა.
,,ბოლო თვეები უძილობა და თავის ტკივილები აწუხებდა – ცემიდან, თითქმის 4 თვეში გარდაიცვალა! კომენტარებში წერს მისი მეგობარი, სულ გულზე იკიდებდა ბოლო თვეები ხელსო… გავრილოვის ღამის უსტატუსო დაზარალებული, 17 ოქტომბერს გარდაიცვალა! 17 ოქტომბერს, ერთადერთი ციხეში დარჩენილი სპეცრაზმელი, დარბაზიდან გაათავისუფლეს!
მე დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ 20 ივნისს იმაზე მეტი მოქალაქე სცემეს, ვიდრე ეს ოფიციალურადაა ცნობილი, დღემდე არ მჯერა, რომ იმდენი პოლიციელია ნაცემი, რასაც ამბობენ, რადგან ვითხოვ მათი მკურნალობის ხარჯებს, ვითხოვ ინფორმაციას, არამაიდენტიფიცირებელს, თუნდაც და არ არის!… ვინმემ იცის, რამდენი ნაცემი, ჯანმრთელი ახალგაზრდა გარდაიცვალა 20 ივნისიდან 3 თვეში, 5 თვეში, 6 თვეში?..,” – წერს ,,ალიას” ჟურნალისტი თამო კეშელავა ირაკლი დოღაძის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ.
თავის დროზე ირაკლი დოღაძე გავრილოვის ღამეზე ,,ალიას” უყვებოდა:
– პარლამენტის ეზოდან გამოვარდნენ ვიღაცები, გასცეს ბრძანება: – დასცხეთ – მივხვდი მაღალჩინოსნები იყვნენ. დასცხეს ქალებს პირველად, მეუღლეს გადავეფარე და თავში რაღაც მომხვდა, გონება დამიკარგავს, მაისური შემომახიეს, შემდგნენ, თურმე, ჩემს მეუღლეზეც იძალადეს….
როგორღაც ადგომა მოვახერხე და გონდაკარგული მეუღლეც გამოვიყვანე სამშვიდობოს. ვხედავ დაჭრილი მოჰყავთ. მივბრუნდი, თუ ვინმე იყო კიდევ დაზიანებული, გამოსვლაში რომ დავხმარებოდი.
ხელებგაშლილი მივდიოდი… პირველი ტყვია მუცელში მომხვდა, მეორე მკერდის არეში – დავტრიალდი და წავიქეცი, გონება დავკარგე. მერე როგორც ექიმმა მითხრა, კიდვე ორი ტყვია მქონდა მოხვედრილი კისერში, არტერიასთან…
დამიბარეს, უნდა დაგკითხოთო, თუმცა, მხოლოდ მელიაზე აინტერესებდათ ინფორმაცია, რა გვითხრა, რა მოუწოდა ხალხს და ა.შ. ჩემი ჭრილობები იქ არავის აინტერესებდა.

