სანდრა რულოვსი: ,,მოულოდნელი და მიუღებელი იყო ჩემთვის იმ ვიდეოს შინაარსი”

სანდრა რულოვსი: ,,მოულოდნელი და მიუღებელი იყო ჩემთვის იმ ვიდეოს შინაარსი"საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ასევე ეხება ლიზა იასკოს და მესამე პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ვიდეოს.
,,მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.
ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი. პირადი ემოციების მიუხედავად, ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ”.