მაშველებს ტრაგედიის ადგილი სასწრაფოდ დაატოვებინეს – რა ხდება ბათუმში

მაშველებს ტრაგედიის ადგილი სასწრაფოდ დაატოვებინეს - რა ხდება ბათუმშიგავრცელებული ინფორმაციით, მაშველებს ტრაგედიის ადგილი დაატოვებინეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ გვერდით მდებარე სადარბაზოც ჩამოიშალოს.

-უსაფრთხოების პერიმეტრი გააფართოვეს. მალე გაკეთდება ოფიციალური განმარტება, თუ რატომ დაატოვებინეს მაშველებს ადგილი. როგორც ამბობენ, არსებობს საფრთხე, რომ სადარბაზო ჩამოიშალოს. გუშინ ამ სადარბაზოებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა, – ამბობს ნატო გოგელია ბათუმიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ერთ ადამიანს ეძებენ.