ხათუნა ლაგაზიძე: ,,რაც ,,ოცნებისგან” დარჩება, გადავა ოპოზიციაში”

ხათუნა ლაგაზიძე: ,,რაც ,,ოცნებისგან" დარჩება, გადავა ოპოზიციაში''ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე არჩევნების შედეგებს ასე აფასებს:
,,მოკლედ, საქმე შემდეგშია: თუ ოპოზიცია იგებს მეორე ტურს, თუნდაც 5 დიდ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში, ამას თან მოჰყვება საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის მიღება “ოცნების” გარეშე.
ასევე, გადალაგდება უმრავლესობები საკრებულოებში და ,,ოცნება” უფრო სწორად, რაც მისგან დარჩება, გადავა ოპოზიციაში და უდავოდ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. ასეა ეს, თუ ოპოზიცია მეორე ტურში დიდი ქალაქების ან თუდაც თბილისის მოგებას ახერხებს!”.