ტელეწამყვან ეკო ფანგანის პოსტებს და მოწოდებებს ვაქცინაციაზე ბევრი უარყოფითი გამოხმაურება აქვს. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, კე სანე წერს:
,,ამ პიროვნებამ, რომელმაც მთელ ქართველ ხალხს დაგვახურა თავზე ყველაფერი, გვიწოდა ჩლუნგი, ჩამორჩენილი, მშიშარა და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ მის კედელზე კომენტარს ვერ ვტოვებდი, გავაზიარე მისი პოსტი მისივე კედლიდან წარწერით და მოვნიშნე, რომ ენახა…
თავდაპირველად ,,თავაზიანად” შემონარნარდა და ბოლოს პირადადაც მომწერა, ყველაზე დიდი თავდაცვა თავდასხმაა და ,,შემომიტია”… ნიღაბი ჩამოიხსენიო და კიდევ მთლად უარესი, ჩემი პოსტის გაზიარებით ყურადღების მიქცევას ცდილობო…
მგონი, საკუთარ თავში ავერიე, უცებ ახალგაღვიძებულზე და წირპლმორეულზე რომ გაიფიქრა, ახლა სალანძღავ-სკანდალურ სტატუსს გამოვაცხობო იმ სოც-მედიას, რომელიც მის სტატუსებს არის მიდარაჯებული და მათი წყალობით მოხვდა ორღობიდან ეკრანზე, უტიფრად დასცინის!
არც მიკვირს, ყველას თავზე გვიქნა საჯაროდ და რომც გაველანძღე, ,,ნიჩიო”! უბრალოდ მინდა, რომ კარგად დაიმახსოვროთ ასეთი ადამიანები, ტელეეკრანებს ამოფარებული ვირთხები, რომელთაც ჰგონიათ, ისე დაგვლანძღავენ, ვითომც არაფერი…
გავაპროტესტოთ მათი პარპაში ნებისმიერ სივრცეში! რომ ვუკრათ თავი იქ, საიდანაც მოსულა, რა უფლება აქვს, რომ საზოგადოებას ლანძღავს და მერე ასე ურცხვად კიდევ აქეთ გიქნევს თითს! ბევრია მსგავსი ,,სელებრითი”, ვინც პირადად თუ ზურგსუკან ხალხს დედას აგინებს და მერე მათი წყალობით ცნობადობაზე აქვს პრეტენზია! დროა, ასეთ არშემდგარ ადამიანებს მივუჩინოთ ადგილი.
პ.ს ახლა კი ისევ ,,თქვენ” მოგმართავ”თ”, ეკატერინა ფანგანი _ ჩემი სტატუსი თუ კომენტარი სულ გამოხმაურების გარეშე რომ დარჩეს და თანამოაზრეთა არმია გყავდე”თ”, იმაზე ხომ ორივე ვთანხმდებით, რომ თავზე მაინც ნეხვის ,,გვირგვინი” გექნება”თ” დადგმული მთელი ცხოვრება!”, – წეს კე სანე.

