,,ღირსეულად უჭირავს თავი ბათუმს და ამ ტრაგედიის გაზიარება თუ არ შეგიძლიათ, სხვების ნერვებზე მაინც ნუ ითამაშებთ” – ირაკლი ბაკურიძე

,,ღირსეულად უჭირავს თავი ბათუმს და ამ ტრაგედიის გაზიარება თუ არ შეგიძლიათ, სხვების ნერვებზე მაინც ნუ ითამაშებთ" - ირაკლი ბაკურიძეირაკლი ბაკურიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

,,უბედურება ტრიალებს ბათუმში, გარინდულია მთელი ქალაქი, თითქოს ერთ წუთში სული გამოგვეცალა. ორი დღეა ვდგავარ ნანგრევების წინ, იქნებ რამეში გავრჩე საჭირო, იქნებ ვინმეს რამეში წავადგე და გასაგიჟებელია, როცა იცი, რომ ვერაფერს შეცვლი, რომ უნდა ელოდო ადამაინების პოვნას და ილოცო, რომ ცოცხლები იყვნენ.

ახლა შემოვედი ფეისბუქზე და რამდენიმე გულისამრევი სტატუსი შემხვდა, ამ ტრაგედიას პოლიტიკური ქულების, ან სხვისი გაშავების მიზნით რომ ეწერათ და მიყოლებით დავბლოკე ყველა, რადგან ასეთ დროს კარგ ადამიანს მხოლოდ გლოვა უნდა შეეძლოს.

ძალიან რთულია, როცა იცი, რომ შენ გვერდით გაზრდილი ბიჭის მთელი ოჯახი შეიწირა ამ ტრაგედიამ, რომ ადამიანები, რომლებსაც ყოველდღე ვხვდებოდი ქუჩაში, ასე უცებ ჩაყლაპა ნანგრევებმა…
ძალიან ღირსეულად უჭირავს თავი ბათუმს და უბრალოდ გაჩუმდით თქვენც, რადგან თუ ამ ტრაგედიის გააზრება და გაზიარება არ შეგიძლიათ, სხვების ნერვებზე მაინც ნუ ითამაშებთ”.