ელგუჯა ცომაია, რომლის სახლიდანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს, დღეს პატიმრობაში დატოვეს. ჟურნალისტი ლაშა ბერულავა მის შესახებ წერს:,,გმადლობთ, ბატონო ელგუჯა! თქვენით აუცილებლად იამაყებენ თქვენი შვილები და შვილიშვილები! ეს სიტყვები აბაშაში მცხოვრებ სოხუმელ კაცს, ტრაილერის მძღოლს, ელგუჯა ცომაიას ეძღვნება. ადამიანს, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბინაში უმასპინძლა და დანაშაულის შეუტყობინებლობის (ძებნილი პირის შეფარება) ბრალდებით დააკავეს”.
ელგუჯა ცომაიას სოციალურ ქსელში ამ გამბედაობისთვის მადლობას უხდიან და წერენ, რომ მას მხარდაჭერა და დაცვა სჭირდება.
,,დიდი გამბედაობა სჭირდება ამ ნაბიჯს. მაგარი კაცია”, ,,ამას არავინ იცნობს, რასაც უნდათ, იმას უზამენ, ჰოდა, მხარდაჭერა სჭირდება ყველანაირი, ადვოკატიც და საინფორმაციო კამპანია. მისი თავიდან ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდეს”, – წერენ ფეისბუქში.

