ელისო კილაძე: ,,უკრაინიდან ფოთამდე ატარა სააკაშვილი მარტომ”

ელისო კილაძე: ,,უკრაინიდან ფოთამდე ატარა სააკაშვილი მარტომ''დღეს დააკავეს ელგუჯა ცომაია, რომლის სახლიდანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს. მის შესახებ ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს:
,,მაგარი კაცი ყოფილა სოხუმელი ელგუჯა ცომაია. უკრაინიდან ფოთამდე ატარა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მარტომ. ნუ ის ,,გიჟი” რომ დაცვის გარეშე შეხტა ტრაილერში, სულ არ გამიკვირდა.
p.s. ანტუნი მოსაშვილზე ვერ გამოდის დაცვის გარეშე”.
მეზობლების თქმით, ელგუჯა ცომაიას ცოტა ხნის წინ მეუღლე გარდაეცვალა კოვიდით.