ეკა კვესიტაძე: ,,გამარჯვება – ეს სიტყვა დიდი ხანია ოპოზიციის სასარგებლოდ არ თქმულა”

ეკა კვესიტაძე: ,,გამარჯვება - ეს სიტყვა დიდი ხანია ოპოზიციის სასარგებლოდ არ თქმულა''ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,გამარჯვება – ეს სიტყვა დიდი ხანია ოპოზიციის სასარგებლოდ არ თქმულა. არადა თითქმის კი არა, რეალური გამარჯვებულები ჰყავს დღეს ნაციონალურ მოძრაობას პირველ ტურში – ხატია დეკანოიძე ქუთაისში დამაჯერებლად ლიდერობს, ანზორ მელიას ამ საგიჟეთის ფონზეც კი პირველივე ტურში გამარჯვების შანსი ჰქონდა, იგივე სიტუაციაა ბათუმში, რუსთავში და სხვა ქალაქებში.

ეს არის უზარმაზარი ფსიქოლოგიური გარღვევა ყველასთვის – ოპოზიციისთვისაც და ხალხისთვისაც. ახლა მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ამ გამარჯვების კაპიტალიზაცია. გაყალბებით, უპრეცედენტო დაშინებით და მოსყიდვით მიღებულ 47 თუ რამდენ პროცენტზე ყალბი ზეიმი ვერაფერს ვერ მისცემს გაფარჩაკებულ ოცნებას”.