დეა მამისეიშვილი ირაკლი კობახიძეს: ,,სად დაიკარგე? ესეც ჩემი სახეა”

დეა მამისეიშვილი ირაკლი კობახიძეს: ,,სად დაიკარგე? ესეც ჩემი სახეა",,მთავარის” ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს: ,,რას შვები, როგორ ხარ, სად დაიკარგე? ესეც ჩემი სახეა”.
შეგახსენებთ, რო, მმართველი პარტიის ლიდერმა არჩევნების მეორე დღეს
დეა მამისეიშვილის კითხვაზე, თუ რას უწოდებს დამაჯერებელ გამარჯვებას, ასე უპასუხა:
„წაგება სახეს ნუ დაგაკარგვინებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის და თქვენი პოლიტიკური ძალებისათვის. თქვენ ხართ მძიმე მდგომარეობაში, ვგულისხმობ იმ ტელევიზიებს, რომლებიც ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, თქვენი ბელადი ციხეშია და თქვენ მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. მაგრამ ამან სახე არ უნდა დაგაკარგვინოთ“.
„ქუთაისი წააგეთ, თბილისი წააგეთ და რა მოიგეთ“? – ჰკითხა დეა მამისაშვილმა ირაკლი კობახიძეს, რომელმაც უპასუხა:
„თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ. თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ ქალბატონო დეა“.