,,5XX-55-41-41 _ ნომერი, საიდანაც მიხეილ სააკაშვილმა თავად დაურეკა ამათ” – წერს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ლაშა პატარაია სოციალურ ქსელში. მანამდე მან ფეისბუქლაივში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოხდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება.
-5XX-55-41-41 – ეს იყო ნომერი, რომლიდანაც დაირეკა თავად მიხეილ სააკაშვილის მიერ და თავად შეატყობინა სამართალდამცავებს ადგილმდებარეობის შესახებ. მათ მართლაც არ ჰქონდათ ინფორმაცია მისი საქართველოში ყოფნის შესახებ. მისი თავდაპირველი დაკავება მოხდა არა თბილისში, არამედ რუსთავში და მერე თბილისში იქნა გადაყვანილი, კერძოდ სანზონაში, სადაც ინახებოდა მისი პირადი ნივთები…
თუ რატომ ჩაბარდა თავისი ინიციატივით, ბევრი პარალელი შეიძლება გაივლოს 2012 წელთან. მაშინაც და ახლაც დიდი საფრთხე მოდიოდა რუსეთიდან და სისხლისღვრა კიდევ ერთხელ იქნა არიდებული, – ამბობს ლაშა პატარაია ვიდეოში.

