,,ვერაგი ყოფილა ეს კოვიდი, მოდის და ჟანგბადს გეცილება, ეს პატარა ომი არაა…” – რას წერდა გოგი ხაზარაძე გარდაცვალებამდე

,,ვერაგი ყოფილა ეს კოვიდი, მოდის და ჟანგბადს გეცილება, ეს პატარა ომი არაა..." - რას წერდა გოგი ხაზარაძე გარდაცვალებამდეცოტა ხნის წინ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, რომ კორონავირუსით გოგი ხაზარაძე გარდაიცვალა.

,,ქუთაისმა დაკარგა თავისუფლების, ღირსების და ადამიანობის ეტალონი. რანაირად მედგრად იბრძოლა ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა ვერ შეძლო დამარცხება! სიტყვები ზედმეტია.  გოგი, რა უნდა ვთქვა, ერთადერთი, შემიძლია მოგცე პირობა, რომ როგორი ღირსეული ქვეყანა შენც გინდოდა, აუცილებლად ვიბრძოლებ ამ ყველაფრისთვის”, – წერს გიო გველესიანი.

,,ბევრი მეგობარი მყავს ფეისბუქზე, თუმცა იშვიათად მინახავს გოგის მსგავსი ადამიანი, სხვა შინაგანი კულტურის მქონე, იშვიათი ტაქტისა და გამორჩეული ეთიკის პატრონი. მისი ჯანმრთელობის შესახებ რომ შევიტყვე, ფაქტობრივად, ყოველდღე შემოვდიდოდი აქ და ბოლო დღეებში უკვე მეშინოდა, სამძიმრის ტექსტები არ დამხვედროდა. დასანანია და ვუსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, ქუთაისს…”, – წერს ვახო ენდელაძე.

,,მშვიდობით არა, ნახვამდის!”, ,,გოგი, ძალიან გული დამწყვიტე. ბოლომდე მჯეროდა, რომ მოერეოდი და დაამარცხებდი ამ საშნელ ვირუსს. შეხვედრამდე, გოგი”, – წერენ სოციალურ ქსელში.
პირველ აგვისტოს გოგი ხაზარაძე კლინიკიდან ფეისბუქში წერდა: ,,მე, პირადად, ჩემს თავს გადახდილი უტყუარი ფაქტებით შემოგეხიდებით და აცრა უნდა გაიკეთოთ თუ არა, რაციონალურად მიუდექით და გადაწყვიტეთ. ჩემი აზრით, აუცილებლად გასაკეთებელია…
დღემდე ვერ მოვიკრიბე ძალა, რომ აქ დამეწერა რამე. ახლა შევძელი მხოლოდ… დიდი ვერაგი რამ ყოფილა ეს კოვიდი. მოდის და ჟანგბადს გეცილება, არ გაძლევს სუნთქვის საშუალებას.
ეს პატარა ომი არაა. ომობ კოვიდთან და მეორე მხრივ საკუთარი თავის ფსიქოლოგიასთან, რათა აუცილებელია, არ გატყდე, არ დანებდე.. თავს მოუფრთხილდით”.