თეა გვასალია: “პირველკურსელი შვილი მომავალს უოლ სტრიტზე ხედავს, დედას კი თავისთან ახლოს უნდა…”

თეა გვასალია: "პირველკურსელი შვილი მომავალს უოლ სტრიტზე ხედავს, დედას კი თავისთან ახლოს უნდა..."თეა გვასალიამ ფეისბუქში დაწერა:

“შვილი, ოქროს მედალოსანი, რამდენიმე ენაზე თავისუფლად მოსაუბრე, ჯერ პირველკურსელი, მაგრამ მომავალი ფინანსისტი, საკუთარ თავს რომ უოლ სტრიტზე ხედავს, დედას კი თავისთან ახლოს უნდა, ასეთ დროს რა ხდება? დედამ უნდა დათმოს, შვილმა თუ ისეთი მთავრობა მოვიდეს, რომ ნიჭიერ, ახალგაზრდა სპეციალისტებს ჩაებღაუჭოს და აქ მუშაობით დააინტერესოს, ჩვენი ქვეყნის სამსახურში ჩააყენოს და 21-ე საუკუნის საქართველო ააშენებინოს?

მაგრამ ქართული პოლიტიკის ჰორიზონტს ვალიკოს ბინოკლითაც რომ გახედო ვაშაძის გაბურძგნული ულვაშის, ღრუბელ-ღრუბელ გამოსაფრენად გამზადებული, ერთხელ უკვე განდევნილი პრეზიდენტისა და მუსიკოს-სპორტსმენებით დაკომპლექტებული მოქმედი პარლამენტის მეტი არაფერი ჩანს და სანამ ეს ბაკალავრიატს და მაგისტრატურას დაამთავრებს, ვითომ შეიცვლება რამე?”