ჟურნალისტი ვახო სანაია გავრცელებული ფაილებიდან ერთ ეპიზოდს აქვეყნებს.
,,კონფიდენციალურობის სრული დაცვით. სახელებისა და გვარების გარეშე.
ამონარიდი სუსის დოკუმენტიდან: ,,ურთიერთობის ამსახველი მასალების მოპოვების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მოპოვებულ იქნას მისი კუთვნილი ბინის გასაღები… ბინიდან მათი გასვლის დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლოა, პოლიციის დახმარებით მოხდეს… დაკავება და ნარკოლოგიური შემოწმება, რა დროსაც მოგვეცემა ბინის გასაღების ასლის დამზადების შესაძლებლობა”.
რატომაა ეს ამბავი საინტერესო. ერთი მხრივ, აღწერილია ბინაში შეღწევის ერთი მარტივი და კონკრეტული მეთოდი. და ყველაზე მთავარი – ოპერატიული ღონისძიება ტარდება პირის მიმართ, რომელიც პედოფილია. ამ პედოფილისთვის ხელი არ უხლიათ. კომპრომეტირებული ჰყავთ. მასალები კი თაროზე შემოდეს. ყველაფერი ძველებურად გრძელდება. რამდენ ბავშვს იმეტებენ ასე”, – წერს ვახო სანაია.

