საკვები, რომელსაც მივირთმევთ მიკროპლასტმასით არის გაჯერებული. მიკლოპლასტმასა პლასტმასას ძალიან მცირე ნაწილაკია, დაახლოებით 5 მილიმეტრამდე ზომის. „პლასტმასის ატლასში“, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა და მოძრაობა „დაიხსენი თავი პლასტმასისგან“ მოამზადეს ნათქვამია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოებული 400 მილიონი ტონა პლასტმასადან დაახლოებით ერთი მესამედი ნიადაგსა და წყალში ხვდება, იქიდან კი საკვებში და სასმელში.
ნიუკასლის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ კვირის განმავლობაში 5 გრამამდე პლასტმასას „მივირთმევთ“, ეს დაახლოებით იგივეა, ადამიანმა ყოველ კვირა ერთი პლასტიკური ბარათი რომ შეჭამოს.მეთევზე სერბეთში
კიდევ სხვა კვლევის შედეგად, რომელიც კანადაში ჩატარდა, გაცილებით იზრდება მიკლოპლასტმასის ორგანიზმში მოხვედრის რისკი, თუ ადამიანი წყალს არა ონკანიდან, არამედ პლასტმასის ბოთლიდან სვამს.
„მიკროპლასტმასა გარემოში პლასტმასის დაშლის შედეგად რჩება და მასთან ბრძოლა ძალიან რთულია, რადგან მისი შემჩნევა და შეგროვებაა რთული. მიკროპლასტმასა ცვლის ნიადაგის სტრუქტურას, ამის გარდა თავის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის მაგნიტივით იზიდავს მავნე ნივთიერებებს. ახლა იკვლევენ, რამდენად მოქმედებს პლასტმასა ჯანმრთელობაზე. ჯერ არ ვიცით, კვების შემდეგ ის ტოვებს სხეულს თუ სისხლსაც ერევა“, – ამბობს თიკო ანთიძე, ჰაინრიჰ ბიოლის კლიმატის ცვლილების და ენერგეტიკული პროგრამების კოორდინატორი.
რადიო თავისუფლება

