ლელა მებურიშვილის ქმარს ინგლისში საქართველოს დესპანად ნიშნავენ?

ლელა მებურიშვილის ქმარს ინგლისში საქართველოს დესპანად ნიშნავენ?ტელეკომპანია ,,პირველი” სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომ ,,ოცნების” ლიდერების ოჯახის შვილებს დიპლომატებად სხვადასხვა ქვეყნებში აგზავნიან. მაგალითად, ინგლისში საქართველოს დესპანად დავით საგანელიძის ძმისშვილი, ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძე ინიშნება. ბაჩო მსახიობ ლელა მებურიშვილის ქმარია.

-მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვარ ბიზნესში და კომერციაში. დანარჩენს რასაც მეკითხებით, არ ვიცი პასუხი და უნდა ჰკითხოთ საგარეო საქმეთა სამინისტოს, – ამბობს ბაჩო საგანელიძე ,,პირველთან”.